Saturday, June 25, 2011

ჩვენი ტყე

პროექტის  მთავარი იდეა: ტყის გაცნობა,  რა არის  ტყე,  სად  შეიძლება  იყოს და   როგორი  შეიძლება იყოს  იგი.
პროექტის  აქტუალობა: გააცნობიერონ  ბავშვებმა   ტყის მნიშვნელობა, რა  შეიძლება მოხდეს რომ არ არსებობდეს ტყე,  აღიქვან  ბუნების  მშვენიერება.
პროექტის   მიზნები:  მოსწავლეებმა  გააცნობიერონ, რომ  ტყე  ხეებისა  და  სხვა  ცოცხალი  ორგანიზმების  საარსებო  გარემოა;  მოსწავლეებმა  შეძლონ  წიწვიანი და  ფოთლოვანი  ხეების  შედარება  და  მარტივად  დახასიათება;
ხელი  შეეწყოს  ტყისადმი  დადებითი  და  მზრუნველობითი  დამოკიდებულების  გამომუშავებას.
  მონაწილეთა  ასაკი:  მე–3, მე–4  კლასები.
ვადები/ ხანგრძლივობა:  9თვე   მოსალოდნელი   შედეგები/ პროდუქტები,   რაც  შეიძლება  შეიქმნას:  ფოტო  მასალა,  ვიდეო  მასალა.  ბავშვებმა  შეიძლება  გააკეთონ  ალბომი,  კოლაჟი,  ჩანახატი.  შექმნან    ვებ–გვერდი,  ელექტრონული  ჟურნალი.   მათ  გამოუმუშავდებათ   ინფორმაციის  მოძიების  უნარ–ჩვევა.   ისწავლიან  ჯგუფურ  მუშაობას ,   ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი   რესურსები: სახელმძღვანელო,  დიდი  ფორმატის  ქაღალდი,  მაკრატელი,  წებო,  ფერადი  ფანქრები  ან  ფლომასტერები,  ინტერნეტი.
პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები):  სად  იზრდება  ხეები?  ან  რა  ჰქვია  ბუნებაში  იმ  ადგილს,   სადაც  ბევრი  ხე  ერთად  იზრდება?– კითხულობს  მასწავლებელი  და  შემდგომი  საუბრისთვის იყენებს  ამგვარ  კითხვებს: 
რომელი  თქვენგანი   ყოფილა      ტყეში?
ხეების  გარდა  კიდევ  რა  იზრდება  ტყეში?  (ბალახები,  ბუჩქები,სოკოები).
ცხელ  ამინდში  რატომ  გრილა  ტყეში? რატომ  არის  ტყეში  ბევრი  ჩრდილი?
სად  გვხვდება  ტყეში  სოკოები? (მიწაზე,  ხეებზე)
ვის   სურს  გაიხსენოს  ტყის  შთაბეჭდილებები?
ტყე  შეიძლება  იყოს  დაბურული (უღრანი)  და  მეჩხერი.
ტყეში  გასვლით  მოსწავლეები  აკვირდებიან  მცენარეებს  თუ  როგორია  ფოთლოვანი  და   წიწვოვანი  ხეები.  აკვირდებიან  სეზონების  მიხედვით  როგორ  იცვლებიან  ხეები.   წიწვოვანი  უცვლელი  რჩება, ფოთლოვანი       კი  ყვითელი  და  ნარინჯისფერია    შემოდგომაზე. ბავშვები   აკეთებენ   ნახატებს  და  კოლაჟს .კოლაჟის  მასალისათვის   იყენებენ  : ქაღალდი, ქსოვილი, ნიჟარები, აგრეთვე  ბუნებრივი  მასალები –  ხის  ტოტები  , გამხმარი  ფოთლები   და  სხვა. ნახატებით  და  კოლაჟით  ეწყობა  კლასში   პრეზენტაცია.
ინტერნეტიდან  მოიძიებენ  მასალას   ტყის  შესახებ.  ჩვენი  სკოლის  ეზოში  დარგეს  ხის  ნერგები, რომელზეც     ბავშვები     თვითონ  იზრუნებენ. მათ  გამოუმუშავდებათ  ტყის  სიყვარული  და ექნებათ  საშუალება  დააკვირდნენ  ხე  მცენარეების  ზრდა–განვითარებას.
საგნებთან/  საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
ბუნება, ხელოვნება  და   გეოგრაფია
პროექტის    ხელმძღვანელი:  მადონა  ზოიძე
ხელმძღვანელის   ელ.ფოსტა: mzoidze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:malvinadato.blogspot.com

No comments:

Post a Comment